მენტუჰოტეპ I
From Wikipedia, the free encyclopedia
მენტუჰოტეპ I — ძველი ეგვიპტელი ნომარქი. უასეტის ნომის მმართველი, მისი ცენტრი იყო თებეში. ნომს მართავდა პირველ გარდამავალი პერიოდში (დაახლ. ძვ. წ. 2133—2117 წწ.).
ნომარქ ინიოტეფის შვილი. სახელი მენტუჰოტეპი (მანტა-ხატპი) ნიშნავს „განდიდებულს, მშვიდობის მყოფელ მონტუს“ ან „მონტუ არის არსი“. სავარაუდოდ, მას არ მიუღია სამეფო ტიტული, მაგრამ იგი ითვლება XI (თებეს) დინასტიის დამაარსებლად.