მეორე თაობის ვიდეო თამაშების კონსოლები
From Wikipedia, the free encyclopedia
მეორე თაობის ეპოქას საფუძველი ჩაეყარა 1976 წელს, მას შემდეგ, რაც ბაზარზე გამოჩნდა კონსოლები Fairchild Channel F და 1292 Advanced Programmable Video System. ეს პერიოდი დაემთხვა არკადული თამაშების ოქროს ხანას.
დასაწყისში სხვადასხვა კომპანიების მიერ გამოიცა რამდენიმე კონსოლი, რომელთა მიზანს წარმოადგენდა ამ სფეროში ფეხის მოკიდება. ამ პერიოდში დომინირებდა Atari 2600, აგრეთვე პოპულარობით სარგებლობდნენ Intellivision, Odyssey2 და ColecoVision.
1983 წლის ვიდეო თამაშების კრიზისმა უარყოფითი გავლენა მოახდინა მეორე თაობის განვითარებაზე. Atari 2600-ის წარმოება შეწყდა 1992 წლის 1 იანვარს, რამაც დაასრულა მეორე თაობის ეპოქა. მეორე თაობის დაწყებიდან (1976) მესამე თობის დაწყებამდე ხანგრძლივობამ (1983) შვიდი წელი შეადგინა. Atari 2600-ის დიდხნიანობის წყალობით, რომელიც ხელმისაწვდომი იყო 1977-1992 წლებში, მეორე თაობა დღემდე ითვლება ყველაზე ხანგრძლივ თაობად. პირველისგან განსხავებით, მეორე თაობაში დაინერგა უამრავი ინოვაცია, ყველაზე მნიშვნელოვანია მიკროპროცესორის და სათამაშო კარტრიჯის გამოყენება კონსოლებში.