მეორე კოსმოსური სიჩქარე
From Wikipedia, the free encyclopedia
მეორე კოსმოსური სიჩქარე, პარაბოლური სიჩქარე, განთავისუფლების (გაქცევის, გასხლტომის) სიჩქარე () — მინიმალური საწყისი სიჩქარე, რომელიც უნდა მიენიჭოს სხეულს დედამიწის, მთვარის ან სხვა პლანეტის ზედაპირთან, რათა მან (შესაბამისად დედამიწის, მთვარის ან პლანეტის) მიმართ პარაბოლურ ორბიტაზე იმოძრაოს. დედამიწისათვის იგი ≈11.2 კმ/წმ.
პირველად მეორე კოსმოსური სიჩაქრე მიღწეულ იქნა 1959 წლის 2 იანვარს საბჭოთა კოსმოსური აპარატის ლუნა-1-ის მიერ.