From Wikipedia, the free encyclopedia
მერი პიკფორდი (ინგლ. Mary Pickford; დ. 8 აპრილი, 1892 — გ. 29 მაისი, 1979) — ოსკარის მფლობელი კანადელ-ამერიკელი კინოვარსკვლავი, კინოსტუდია „United Artists“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ასევე ერთ-ერთი მათგანი იმ 36 პიროვნებიდან, რომლებმაც დააარსეს „კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერებების აკადემია“.
ის ასევე ცნობილია როგორც „ამერიკის შეყვარებული“ („America's Sweetheart“), „პატარა მერი“ („Little Mary“) და „გოგონა კულულებით“ („The girl with the curls“). მერი პიკფორდი იყო ერთ-ერთი პირველი კანადელი პიონერი ადრეულ ჰოლივუდში და ზოგადად, კინოს ერთ-ერთი უდიდესი პიონერი.
მან მოახდინა დიდი გავლენა ფილმებში თამაშის განვითარებაზე. მას, როგორც მუნჯი კინოს ერთ–ერთ უდიდეს მსახიობსა და პროდიუსერს, დიდი წვლილი მიუძღვის ჰოლივუდის ინდუსტრიის ფორმირებაში. ამერიკულ კინოში შეტანილი წვლილის გამო ამერიკული კინოს ინსტიტუტმა „ყველა დროის უდიდესი ქალი კინოვარსკვლავების“ სიაში ის 24-ე ადგილზე დაასახელა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.