From Wikipedia, the free encyclopedia
მერსინი (თურქ. Mersin) — ქალაქი სამხრეთ თურქეთში, მერსინის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. მოსახლეობის 20 % ქურთია. 2002 წლამდე ერქვა იჩელი.
ქალაქი | |
---|---|
მერსინი თურქ. Mersin | |
ქვეყანა | თურქეთი |
პროვინცია | მერსინი |
კოორდინატები | 36°48′00″ ჩ. გ. 34°48′00″ ა. გ. |
ფართობი | 15853 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 100 მ |
ოფიციალური ენა | თურქული ენა |
მოსახლეობა | 955,106[1] კაცი (2014) |
სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 |
სატელეფონო კოდი | (+90) 324 |
საფოსტო ინდექსი | 33x xx |
საავტომობილო კოდი | 33 |
ოფიციალური საიტი | mersin.gov.tr |
ქალაქში 1937-1939 და 1946-1947 წლებში გათხარეს (ხელმძღვანელი ინგლისელი არქეოლოგი ჯ. გარსტინგი) ძვ. წ. VII-II ათასწლეულის ნამოსახლარი. კულტურული ფენის სიქეა 25 მ. უძველესი ფენები განეკუთვნება კილიკიის ნეოლითური კულტურა|სირია-კილიკიის ნეოლითურ კულტურას. ენეოლითური ხანის მოხატულ კერამიკას ეტყობა მესოპოტამიის კულტურის ძლიერი გავლენა. ძვ. წ. IV ათასწლეულში მერსინში გაბატონებული იყო ანატოლიური კულტურის შავპრიალა კერამიკა. მერსინში აღმოჩენილია ძვ. წ. III ათასწლეულის დასასრულის სირიულ-კლიკიური მოხატული კერამიკის და ძვ. წ. II ათასწლეულის II ნახევრის ანატოლიური კულტურის მასალა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.