მექნესი (არაბ. مكناس‎; ფრანგ. Meknès; ესპ. Mequinez) — ქალაქი ჩრდილოეთ მაროკოში, დედაქალაქ რაბატიდან დაშორებულია 130 კილომეტრით, ხოლო ფესიდან 60 კმ-ით. მულაი ისმაილის მმართველობისას (1672–1727), მექნესი მაროკოს დედაქალაქი იყო, სანამ ის მარაქეშში გადავიდოდა. 2010 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 985 000 ადამიანს შეადგენს. ამჟამად ის მექნეს-ტაფილალეტის რეგიონის დედაქალაქია. სახელწოდება მექნესი მომდინარეობს ბერბერული ტომის სახელიდან, რომელსაც შუა საუკუნეების ჩრდილოაფრიკული წყაროების მიხედვით მიკნასა ერქვა.

სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
დახურვა

თავდაპირველი საზოგადოება, რომლის ირგვლივაც მექნესი გავითარდა, იყო VIII საუკუნის კასბაჰი. ბერბერული ტომი მიკნასა, რომელიც სამხრეთ ტუნისის ტერიტორიაზე სახლობდა, აქ IX საუკუნეში გადმოსახლდა და ქალაქმა სწრაფად ზრდა იწყო.

ალმორავიდებმა აქ IX საუკუნეში ციხესიმაგრე დააარსეს. იგი ალმოჰადების გაძლიერებას ეწინააღმდეგებოდა, რომლებმაც ის შემდგომში დაანგრიეს. ამის შემდეგ ციხე უფრო დიდი ზომით, მეჩეთით და გაძლიერებული ფორტიფიკაციით აღდგა. ქალაქმა აყვავება განაგრძო XIV საუკუნეში ვატასიდების დინასტიის დროს. მექნესმა თავის ოქროს ხანას მულაი ისმაილის მმართველობისას მიაღწია, როდესაც ის მაროკოს სულთანატის დედაქალაქი იყო. ისმაილმა ქალაქის ძველ ნაწილში ზღვაში დატყვევებული ქრისტიანი მეზღვაურებისთვის ციხე ააგო. მან ასევე ააშენა სხვა მრავალი ნაგებობა, ბაღები, მუნუმენტური ჭიშკრები, მეჩეთები და გრძელი კედელი, რომლის სიგრძეც 40 კმ იყო.

1996 წელს, მექნესის ისტორიული ნაწილი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

გალერეა

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სწრაფი ფაქტები
დახურვა

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.