მინაყინი
From Wikipedia, the free encyclopedia
მინაყინი — ხმელეთის ზედაპირზე არსებული ფენობრივი ყინულის მასები, წარმოქმნილი ყინულზე ან საინჟინრო ნაგებობებზე და სხვ. ბუნებრივი ან ტექნოგენური პერიოდულად დანალექი წყლების შედეგია.
წარმოქმნის მიზეზები:
- ბუნებრივი გრავიტაციული განტვირთვა მიწისქვეშა წყლების აუზში;
- წყლისშემცველი სისტემების წაყინვა კრიოგენულ დაწნევასთან ერთად;
- მყინვარულ საფარზე განვითარებული გარეგანი დატვირთვის მომატება;
- ყინულშიგა წყლის ნაკადების ხარჯვის რყევა;
- თოვლისა და ყინულის დნობა ჰაერის ტემპერატურის 0°C-ზე გადასვლის პირობებში;
- წყლის შენაკადები წაყინულ ნაპირებზე, პერიოდული და არაპერიოდული მოქცევის პირობებში;
- საწარმოო ან საყოფაცხოვრებო წყლების ჩამოქცევა წლის ცივ პერიოდში.