მისტრალი (ქარი)
From Wikipedia, the free encyclopedia
მისტრალი (ფრანგ. mistral) — ცივი და მშრალი ჩრდილო-დასავლეთის ქარი, რომელიც უმეტესად ქრის სევენიდან რონის ხეობის გავლით ხმელთაშუაზღვის სანაპიროსკენ საფრანგეთში. რამდენიმე დღის განმავლობაში მისტრალი ქრის უწყვეტლივ და აღწევს ძალიან დიდ სიჩქარეს, დაახლოებით 100 კმ/სთ-მდე. ქრის 2-3 კმ სიმაღლემდე. მეტად ძლიერი და ძირითადად ზამთრის თვეებისთვის დამახასიათებელი ქარია, რომელიც დიდ ზიანს აყენებს სასოფლო-სამეურნეო კულტურას. ზოგჯერ იმდენად ძლიერად ქრის, რომ ფესვებიანად გლიჯავს ხეებს. კატაბატიკური ქარის ნაირსახეობაა.
ლაჟვარდოვანი ნაპირის აღმოსავლეთით მისი გავლენა შესუსტებულია. მისტრალი წარმოიქმნება ატლანტის ანტიციკლონისა და ჩრდილოეთი ზღვის ციკლონის კონტაქტის შედეგად.