მიხეილ სუსლოვი
From Wikipedia, the free encyclopedia
მიხეილ სუსლოვი (რუს. Михаи́л Андре́евич Су́слов; დ. 21 ნოემბერი [ძვ. სტ. 8 ნოემბერი], 1902 — გ. 25 იანვარი, 1982) — საბჭოთა სახელმწიფო მოღვაწე, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მეორე მდივანი და პარტიის არაოფიციალური იდეოლოგი, პასუხისმგებელი შიდაპარტიულ დემოკრატიასა და ძალაუფლების გადანაწილებაზე. ცვლილებების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გამო, გაითქვა სახელი როგორც პარტიის ერთ-ერთმა ყველაზე ორთოდოქსულმა ლიდერმა.
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „მიხეილ სუსლოვი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. მიხეილ სუსლოვი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
მიხეილ სუსლოვი Михаи́л Андре́евич Су́слов | |
საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მეორე მდივანი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
6 დეკემბერი, 1965 – 25 იანვარი, 1982 | |
წინამორბედი | ნიკოლაი პოდგორნი |
მემკვიდრე | კონსტანტინ ჩერნენკო (დე ფაქტო) |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
14 სექტემბერი, 1953 – 17 დეკემბერი, 1957 | |
წინამორბედი | თანამდებობა კვლავ შეიქმნა ბოლოს იკავებდა გიორგი მალენკოვი |
მემკვიდრე | ალექსეი კირიჩენკო |
ცენტრალური კომიტეტის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
16 აპრილი, 1953 – 1954 | |
წინამორბედი | ვაჰან გრიგორიანი |
მემკვიდრე | ბორის პონომარიოვი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
13 აპრილი, 1946 – 12 მარტი, 1949 | |
წინამორბედი | გიორგი დიმიტროვი |
მემკვიდრე | ვაჰან გრიგორიანი |
დაბადებული | 21 ნოემბერი, 1902 სოფ. შახოვსკოე, რუსეთის იმპერია |
გარდაცვლილი | 25 იანვარი, 1982 (79 წლის) მოსკოვი, სსრკ |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია სსრკ |
ეროვნება | რუსი |
რეზიდენცია | კუტუზოვის პროსპექტი, მოსკოვი |
პოლიტიკური პარტია | სკკპ |
მეუღლე | ელისაბედ სუსლოვა |
შვილები | რევოლი (დ. 1929) მაია (დ. 1939) |
პროფესია | ეკონომისტი |
საქმიანობა | სახელმწიფო მოღვაწე |
ჯილდოები | |
დაიბადა 1902 წელს, რუსეთში, ხოლო 1921 წელს გახდა კომუნისტური პარტიის წევრი. 1920-იან წლებში სწავლობდა ეკონომიკას, ხოლო 1931 წელს პოლიტიკური საქმიანობის დაწყების გამო თავი დაანება მასწავლებლად მუშაობას და გახდა ერთ-ერთი იმ მრავალი საბჭოთა მოღვაწეთაგან, რომელმაც იოსებ სტალინის რეჟიმის მიერ წამოწყებულ რეპრესიებში მიიღო მონაწილეობა. 1939 წელს დაინიშნა სტავროპოლის მხარის კომპარტიის პირველ მდივნად. მეორე მსოფლიო ომის დროს სათავეში ედგა ადგილობრივ პარტიზანულ მოძრაობას. 1946 წელს გახდა კომპარტიის საორგანიზაციო ბიუროს წევრი, ხოლო 1950 წლის ივნისში აირჩიეს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრად. 1952 წლის 16 ოქტომბრიდან იყო სკკპ-ის მე-19 პრეზიდიუმის სრულუფლებიანი წევრი.
სტალინის გარდაცვალების შედეგად დაწყებული ძალაუფლების გადანაწილების შემდეგ, სუსლოვმა დაკარგა მოპოვებული გავლენა და ცნობადობა, თუმცა, 1950-იანი წლების ბოლოს სუსლოვი გახდა ნიკიტა ხრუშჩოვის რევიზიონისტული მიდგომის მიმართ ოპოზიციაში მყოფი კომუნისტების ლიდერი. ხრუშჩოვის გადაყენების შემდეგ, სუსლოვმა მხარი დაუჭირა კოლექტიური ხელმძღვანელობის ჩამოყალიბებას. იგი აგრეთვე ემხრობოდა შიდაპარტიულ დემოკრატიას და ეწინააღმდეგებოდა ერთპიროვნული მმართველობის სისტემას, როგორც ეს სტალინისა და ხრუშჩოვის დროს იყო. ლეონიდ ბრეჟნევის მმართველობის დროს, სუსლოვი ითვლებოდა „მეორე კაცად“ და პარტიის მთავარ იდეოლოგად. სუსლოვი გარდაიცვალა 1982 წლის 25 იანვარს, 79 წლის ასაკში. ითვლება, რომ მისი სიკვდილის შემდეგ დაიწყო ბრძოლა ბრეჟნევზე გავლენის მოპოვებისთვის და მისი გარდაცვალების შემდეგ გენერალური მდივნის პოსტის დაკავებისთვის.