მოდენა
From Wikipedia, the free encyclopedia
მოდენა — ქალაქი და კომუნა იტალიაში, მდებარეობს ემილია-რომანიის რეგიონის მოდენის პროვინციაში, პოს დაბლობის სამხრეთ ნაწილში. 2009 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 183 069 ადამიანს შეადგენს.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
მოდენა Modena | |||||
| |||||
ქვეყანა | იტალია | ||||
რეგიონი | ემილია-რომანიაემილია-რომანია | ||||
კოორდინატები | 44°39′00″ ჩ. გ. 10°56′00″ ა. გ. | ||||
ფართობი | 182.7 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 34 მ | ||||
მოსახლეობა | 183 069 კაცი (2009) | ||||
სიმჭიდროვე | 1,002 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 059 | ||||
საფოსტო ინდექსი | 41100 | ||||
საავტომობილო კოდი | MO | ||||
ოფიციალური საიტი | comune.modena.it | ||||
დღეს მოდენა ყველასათვის ცნობილია როგორც „მანქანების დედაქალაქი", ვინაიდან აქ მდებარეობს ისეთი ცნობილი იტალიური სპორტული მანქანების საწარმოები, როგორებიცაა: ფერარი, დე-ტომაზო, ლამბორჯინი, პაგანი და მაზერატი.
ქალაქში არსებობს 1175 წელს დაარსებული უნივერსიტეტი, რომელიც 1686 მოდენის ჰერცოგმა ფრანჩესკო II-მ გააფართოვა. უნივერსიტეტი ტრადიციულად ძლიერი იყო ეკონომიკურ, სამედიცინო და სამართლის მეცნიერებებში.
საქვეყნოდაა ცნობილი მოდენის კულინარია, განსაკუთრებით მისი ბალზამირებული ძმარი.
მოდენა არაერთი ცნობილი ადამიანის მშობლიური ქალაქია, მათ შორის არიან: მარია მოდენელი - ინგლისის, შოტლანდიის და ირლანდიის მეფე ჯეიმზ II-ის მეუღლე, ლუჩანო პავაროტი - საოპერო ტენორი, მიერლია ფრენი - საოპერო სოპრანო, ენცო ფერარი - ფერარის საავტომობილო კომპანიის დამფუძნებელი და სხვები.