არტ-ნუვო
From Wikipedia, the free encyclopedia
არტ-ნუვო, იგივე მოდერნი (ფრანგ. Art Nouveau — „ახალი ხელოვნება“) — სტილი ხელოვნებაში, არქიტექტურასა და დიზაინში, რომელმაც პოპულარობის პიკს მე-20 საუკუნის დასაწყისში მიაღწია. სხვა უფრო ლოკალური ტერმინები, რომლებმაც წინაპირობა შეუქმნა რადიკალურ, როფორმისტულ შოკს მე-20 საუკუნის მოდერნიზმში, იყო „იუგენდსტილი“ გერმანიასა და ნიდერლანდებში და „სეცესიონსტილი“ ვენაში, „ლიბერტი“ — იტალიაში, ხოლო „მოდერნიზმო“ — ესპანეთში, სადაც პროგრესული ხელოვანები და დიზაინერები სალონურ გამოფენათა მიმდინარეობას გამოეყვნენ, საკუთარი თავის უფრო კონგენიალურ გარემოებებში წარმოჩენისთვის.
რუსეთში ეს მიმდინარეობა სამხატვრო ჟურნალი „ხელოვნების სამყარო“ ირგვლივ ტრიალებდა, რომელმაც რევოლუციური „ბალე-რუსი“ (Ballets Russes) წარმოშვა. იტალიაში „სტილ-ლიბერტი“ მიმდინარეობას საფუძველი ჩაუყარა ლონდონურმა მაღაზიამ „Liberty & Co“, რომელიც თანამედროვე დიზაინს ავრცელებდა კომერციულ ასპექტში გამოსახული ხელოვნების ნიმუშებით. კატალონიაში „მოდერნიზმო“ ძირითადად ბარსელონაში ვითარდებოდა და მისი ყველაზე ცნობილი პრაქტიკოსი ანტონიო გაუდი იყო. საქართველოში რუსეთის მსგავსად ამ სტილს მოდერნსაც უწოდებდნენ.