From Wikipedia, the free encyclopedia
მრავალწევრი, პოლინომი — გამოსახულება Axkyl...wm+Bxnyp...wq+...+Dxrys...wt, სადაც x, y, ..., w ცვლადებია, ხოლო A, B, ... D (მრავალწევრის კოეფიციენტები) და k, l, ..., t (ხარისხის მაჩვენებლები) — მთელი არაუარყოფითი რიცხვები — მუდმივებია. Axkyl...wm სახის შესაკრებს მრავალწევრის წევრებს უწოდებენ. მრავალწევრის ორ წევრს ეწოდება მსგავსი, თუ მათში ერთნაირ ცვლადებს ერთნაირი ხარისხის მაჩვენებლები აქვთ. მრავალწევრის მსგავსი წევრები შეიძლება შევცვალოთ ერთი წევრით (მსგავსი წევრების დაყვანა). ორ მრავალწევრს ეწოდება ტოლი, თუ მსგავსი წევრების დაყვანის შემდეგ ყველა წევრი ნულისაგან განსხვავებული კოეფიციენტებით წყვილ-წყვილად ტოლია (მაგრამ თითოეული მათგანი შეიძლება ჩაწერილი იყოს განსხვავებული რიგით) ან მრავალწევრის ყველა კოეფიციენტი ნულის ტოლია. ამ შემთხვევაში მრავალწევრს უწოდებენ იგივურად ნულის ტოლს და აღნიშნავენ ნიშნით 0-ით.
მრავალწევრის წევრის ხარისხი ეწოდება ამ წევრში შემავალი ცვლადების ხარისხის მაჩვენებელთა ჯამს. თუ მრავალწევრი იგივურად ნულის ტოლი არაა, მაშინ მის წევრებს შორის, რომელთა კოეფიციენტები განსხვავებულია ნულისაგან, არსებობს ერთი ან რამდენიმე უდიდესი ხარისხის წევრი. ამ უდიდეს ხარისხს უწოდებენ მრავალწევრის ხარისხს. მრავალწევრს, რომელიც იგივურად ნულის ტოლია, ხარისხი არ აქვს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.