From Wikipedia, the free encyclopedia
მსოფლიო მემკვიდრეობა (ინგლ. World Heritage, ფრანგ. Patrimoine Mondial, ესპ. Patrimonio Mundial) — ბუნებრივი ან ადამიანის მიერ შექმნილი ობიექტები, რომელთა განსაკუთრებული ისტორიული ან ეკოლოგიური ფასეულობის გამო, უპირატეს ამოცანებად მათი შენახვა და პოპულარიზაცია ითვლება.
მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში ხვდებიან მხოლოდ ის ძეგლები, რომლებსაც კომისიის აზრით უნივერსალური მნიშვნელობა აქვთ ისტორიის, ხელოვნებისა და მეცნიერების თვალსაზრისით. არჩევის გადაწყვეტისას გათვალისწინებული იქნება ძეგლის ორიგინალურობა, ავთენტურობა (ისტორიული ნამდვილობა) და მისი ერთიანობა (მთლიანობა). გარდა ამისა ძეგლი უნდა აკმაყოფილებდეს იუნესკოს ერთ ან რამდენიმე კრიტერიუმს ათიდან. 2005 წლის დასაწყისამდე კულტურული და ბუნების ძეგლებისათვის კრიტერიუმები ცალ-ცალკე იყო, 2005 წლის შემდეგ კი ყოველი ძეგლისათვის საერთო კრიტერიუმები შემუშავდა. სწორედ ამის გამოა, რომ შერჩეულ ძეგლთა უმრავლესობა აკმაყოფილებს მხოლოდ ან პირველ ექვს კრიტერიუმს (i–vi) ან მხოლოდ ბოლო ოთხს (vii–x). თუმცა, 29 ძეგლი არის ისეთი (შერეული ტიპის), რომელიც აკმაყოფილებს კრიტერიუმებს ორივე ნაწილიდან.
2021 წლის მონაცემებით სულ 1154 მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია 167 ქვეყანაში. აქედან: 897 კულტურულია, 218 ბუნებრივი, ხოლო 39 კი შერეული ტიპის. მსოფლიო მემკვიდრეობა დაყოფილია ხუთ გეოგრაფიულ ზონად: აფრიკა, არაბული ქვეყნები (წარმოდგენილი ჩრდილოეთ აფრიკა და შუა აღმოსავლეთი), აზია-ოკეანეთი (წარმოდგენილი ავსტრალია და ოკეანია), ევროპა & ჩრდილოეთ ამერიკა, და ლათინური ამერიკა & კარიბები.
რუსეთი და კავკასია კლასიფიცირდება როგორც ევროპა, ხოლო მექსიკა შედის ლათინური ამერიკასა და კარიბის ზონაში. ქვემოთ მოყვანილი ცხრილი წარმოადგენს ზონებითა და კლასიფიკაციებით დაყოფილ სქემას: Stats
ზონა | ბუნებრივი | კულტურული | შერეული | სულ |
---|---|---|---|---|
აფრიკა | 38 | 53 | 5 | 96 |
არაბული ქვეყნები | 5 | 78 | 3 | 86 |
აზია-ოკეანეთი | 67 | 189 | 12 | 268 |
ევროპა & ჩრდილოეთ ამერიკა | 65 | 452 | 11 | 528 |
ლათინური ამერიკა & კარიბები | 38 | 96 | 8 | 142 |
სულ | 213 | 868 | 39 | 1120 |
შენიშვნა: ამ სიაში შეტანილია ქვეყნები, სადაც არის 10 და მეტი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი. მონაცემები მოცემულია 2021 წლის ივლისის მდგომარეობით.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.