ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი
From Wikipedia, the free encyclopedia
ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი (ინგლ. FIFA Club World Cup) — ყოველწლიური საფეხბურთო ტურნირი, რომელიც ტარდება ფიფა-ს მიერ. ტურნირში მონაწილეობას იღებს ექვსი საკონტინენტო კონფედერაციის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის გამარჯვებული გუნდი მასპინძელი ქვეყნის ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებულთან ერთად.
[[ფაილი:|200px]] | |
დაარსდა |
2000 2005 (დღევანდელი ფორმატი) |
---|---|
რეგიონი | საერთაშორისო (ფიფა) |
გუნდების რაოდენობა | 7 |
ყველაზე ტიტულ. გუნდი | „რეალ მადრიდი“ (4-ჯერ) |
მოქმედი გამარჯვებული | „ბაიერნი“ (მეორე ტიტული) |
ვებ-საიტი | ოფიციალური |
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის წინამორბედი გათამაშება იყო საკონტინენტთაშორისო თასი, რომელსაც ატარებდა ევროპისა და სამხრეთ ამერიკის კონფედერაციები ამავე კონტინენტების წამყვან ტურნირებში — უეფა-ს ჩემპიონთა ლიგასა და ლიბერტადორესის თასზე გამარჯვებულ კლუბებს შორის. გათამაშება ყოველწლიურად იმართებოდა 1960 წლიდან 2004 წლამდე.
2005 წლიდან საკონტინენტთაშორისო თასი შეცვალა ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატმა, რომელშიც ასევე მონაწილეობენ ჩრდილოეთ ამერიკის, აფრიკის, აზიის და ოკეანეთის წამყვან ტურნირებში გამარჯვებული კლუბები.
ტურნირის ისტორიაში ყველაზე წარმატებული კლუბია „რეალ მადრიდი“, რომელმაც 4-ჯერ მოიგო ტიტული. სულ, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი 9 სხვადასხვა კლუბს აქვს მოგებული. ჩემპიონთა ლიგის გუნდებმა ტურნირში 11-ჯერ, ხოლო ლიბერტადორესის თასის გუნდებმა 4-ჯერ გაიმარჯვეს. მოქმედი გამარჯვებულია „რეალ მადრიდი“[1].