მსოფლიოს ჩემპიონატი ჭადრაკში ვაჟთა შორის
From Wikipedia, the free encyclopedia
ადამიანთა სწრაფვამ პირველობისაკენ უკვე მეცხრამეტე საუკუნის 30-ან წლებში მიიყვანა მოჭადრაკეები ჩაეტარებინათ მატჩები მსოფლიოში უძლიერესის გამოსავლენად. 1834 წელს ლონდონში გაიმართა პირველი ასეთი მატჩი ინგლისელ ალექსანდრ მაკდონელსა და ფრანგ ლუი ლაბურდონეს შორის. რა თქმა უნდა, მაშინ არავითარი შესარჩევი სისტემა არ არსებობდა და ლონდონში შეხვდნენ ის მოჭადრაკეები რომლებიც საერთო აზრით ითვლებოდნენ უძლიერესებად. ლონდონის მატჩი ლაბურდონემ მოიგო და ის გახდა კიდეც მსოფლიოს პირველი არაოფიციალური ჩემპიონი.
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|მსოფლიოს ჩემპიონატი ჭადრაკში ვაჟთა შორის}} |
შემდგომში კიდევ ოთხი ასეთი არაოფიციალური მატჩი გაიმრთა და მხოლოდ 1886 წლის მატჩით ვილჰელმ სტეინიცსა და იოჰან ცუკერტორტს შორის დაიწყო მსოფლიოს ოფიციალური პირველობის გათამაშება.
მეორე მსოფლიოს ომამდე მიუხედავად იმისა, რომ ფიდე 1924 წელს შეიქმნა, მსოფლიოს პირველობაზე მატჩების გამართვა მაინც მოჭადრაკეების პრორეგატივა იყო. მსოფლიოს ჩემპიონი თავად ირჩევდა მეტოქეებს, ან თავისთვის არასასურველ მეტოქეს ისეთ ფინანსურ პირობებს უყენებდა რომელსაც ეს უკანასკნელი ვერ შეასრულებდა. ამიტომაც ვერ ითამაშეს მატჩები მსოფლიოს პირველობაზე თავისი დროის ისეთმა მოჭადრაკეებმა, როგორებიც იყვნენ აარონ ნიმცოვიჩი, აკიბა რუბინშტეინი და სხვები.
1946 წელს როდესაც გარდაიცვალა მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი, ალექსანდრე ალიოხინი, ფიდემ თავის ხელში აიღო მსოფლიოს პირველობის გათამაშება. 1948 წელს ფიდემ ჩატარა მატჩ-ტურნირი მსოფლიოს ხუთი (ამერიკელმა ფაინმა უარი განაცხადა) უძლიერესი მოჭადრაკის მონაწილეობით რომლის გამარჯვებულსაც ოფიციალურად მიენიჭა მსოფლიოს ჩემპიონის წოდება. ამავე დროს შემოიღო სამწლიანი ციკლი, რომელიც იწყებოდა ზონალური ტურნირებით, შემდეგ გრძელდებოდა პრეტენდენტთა ტურნირით და მთავრდებოდა მატჩით პრეტენდენტსა და მსოფლიოს მომქმედ ჩემპიონს შორის (შემდგომში ზონალურ და პრეტენდენტთა ტურნირებს შორის ჩაჯდა საზონათაშორისო ტურნირი, ხოლო პრეტენდენტთა ტურნირი შეცვალა პრეტენდენტთა მატჩებმა). 1960 - 1963 წლების ციკლამდე მატჩში დამარცხებულ მსოფლიოს ჩემპიონს ჰქონდა მატჩ-რევანშის უფლება, რომელიც ორჯერ წარმატებით გამოიყენა მიხეილ ბოტვინიკმა. მატჩის ფრედ დამთვრების შემთხვევაში ჩემპიონი ყოველთვის ინარჩუნებდა თავის ტიტულს.