From Wikipedia, the free encyclopedia
მშვიდობა — ომის ანტონიმი. მშვიდობა ეწოდება საზოგადოების ისეთ მდგომარეობას, სადაც არ არის შეიარაღებულ კონფლიქტი ან რაიმე სხვა სახის სამხედრო ძალადობა. მშვიდობის შემსწავლელ მეცნიერებას ეწოდება – ირენოლოგია.
მშვიდობა, განსხვავებით ომისგან არის მდგომარეობა, სხვადასხვა სოციალურ სუბიექტებს შორის არსებული წინააღმდეგობების გადასალახად არასაომარი მეთოდები გამოიყენება. რობერტ ჯექსონის მონაცემებით, 1945 წლის შემდეგ დედამიწაზე სულ 26 მშვიდობიანი დღე იყო.
მშვიდობიანი საზოგადოების შექმნა არის ზოგადსაკაცობრიო ამოცანა. პრობლემის გადაჭრაზე მუშაობენ დიდი საერთაშორისო პოლიტიკური და თემატური ორგანიზაციები.
ინგლისელი სამხედრო ისტორიკოსის და თეორეტიკოსის ბეზილ ჰენრი ლიდელ ჰარტის თანახმად მშვიდობა არის ყველა ომის მიზანი.
მშვიდობა, რომელიც წინ უძღვის ომს, ძირითადად განიხილება მომავალი სამხედრო შეტაკების მოსამზადებელ პერიოდად. სწრაფი ტემპებით ხდება შეიარაღების წარმოება, შეინიშნება სახელმწიფო ხაზინიდან დიდი რაოდენობით სახსრების სამხედრო საჭიროებებზე ხარჯვა. ხდება მოსახლეობის მორალური მზადება შეტაკებისთვის. როგორც წესი, უშუალოდ ომს წინ უძღვის მუქარების პერიოდი, რომლისთვისაც დამახასიათებელია არმიების მობილიზაცია და ეკონომიკის მილიტარიზაცია.
უშუალოდ მშვიდობას წინ უძღვის ერთ-ერთი მხარის კაპიტულაცია ან კონფლიქტის მხარეების მიერ ორმხრივი დათმობები. ომის შემდგომი მშვიდობისთვის დამახასიათებელია მშვიდობის გამყარება, ინფრასტრუქტურის აღდგენა და ეკონომიკის ზრდის სწრაფი ტემპები.
მშვიდობის საკითხების ნორვეგიელმა მკვლევარმა იოჰან გალტუნგმა წამოაყენა ნეგატიური და პოზიტიური მშვიდობის ცნებები. ნეგატიური მშვიდობაა ძალადობის უბრალოდ აღკვეთა, ხოლო პოზიტიური მშვიდობა — ისეთი მექანიზმების და სტრუქტურების შექმნა, რომლის დროსაც კონფლიქტები ან საერთოდ არ წარმოიქმნება, ან მათი გადაწყვეტა ადრეულ ეტაპზე ხდება.
ოლივერ რიჩმონდმა გამოყო მშვიდობის შემდეგი ფორმები:
დღეს სამეცნიერო ლიტერატურასა და საზოგადოებრივ დისკურსში პრევალირებს ლიბერალური მშვიდობის კონცეფცია, რომელიც კავშირშია დემოკრატიასა და თავისუფალ ბაზართან. ოლივერ რიჩმონდის მიხედვით, ზემოთჩამოთვლილ ღირებულებებთან ერთად „ლიბერალური მშვიდობა“ მოიცავს ჰუმანიტარული ინტერვენციების, მშვიდობისადმი იძულების და ასევე ძირითადი „დასავლელი“ მოთამაშეების კონსენსუსს. „ლიბერალური მშვიდობის“ კონცეფციის წარმატების მაგალითად ხშირად მოყავთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მშვიდობიანი ურთიერთობები.
ბოლო ასწლეულების განმავლობაში და განსაკუთრებით ორი მსოფლიო ომის შემდეგ არსებობდა პოლიტიკური მოძრაობები, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა მშვიდობის მიღწევა მთელ მსოფლიოში.
იდეოლოგიებს, რომლებიც მშვიდობას ძირითად პრიორიტეტად მიიჩნევენ, აერთიანებენ პაციფიზმის სახელის ქვეშ. პაციფისტები აკრიტიკებენ ნებისმიერ ომებს და ყოველგვარ ძალადობას, უარყოფენ სამართლიანი ომების თეორიას. პაციფიზმის პოზიციებს იკავებენ გარკვეული რელიგიური დენომინაციები, მაგალითად კვაკერები.
ერთ-ერთი პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო, რომელიც ხალხთა შორის მშვიდობის გამყარების სფეროში გადაეცემათ არის ნობელის მშვიდობის პრემია. იგი გადაეცემა ყოველწლიურად ადამიანს ან ორგანიზაციას, რომელსაც ნორვეგიის პარლამენტის მიერ დანიშნული ნორვეგიის ნობელის კომიტეტი შეარჩევს. ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭება ყოველწიულად (გამონაკლისი იყო მსოფლიო ომების წლები). ძირითადად, პრემიას იღებენ მილიტარიზმის წინააღმდეგ მებრძოლები, საერთაშორისო ორგანიზაციების დამფუძნებლები და აქტიური მონაწილეები, ადამიანის უფლებათა დამცველები.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.