ნავთობი
From Wikipedia, the free encyclopedia
ნავთობი — აალებადი სითხე, რომელიც შედგება სხვადასხვა მოლეკულური მასის ნახშირწყალბადებისა და სხვა ორგანული ნივთიერებებისაგან. ის ძირითადად არის მუქი ყავისფერი ან შავი, ხანდახან კი მომწვანო ან მოყვითალო ფერის. აქვს სპეციფიკური სუნი. გავრცელებულია დედამიწის დანალექ ფენაში და წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სასარგებლო წიაღისეულს. იგი მოიპოვება მხოლოდ და მხოლოდ ფსკერზე.