From Wikipedia, the free encyclopedia
ნაკაუმი (იაპონ. 中海) — სიდიდით მეხუთე ტბა იაპონიაში. მდებარეობს ტოტორის და სიმანეს პრეფექტურებს შორის. იგი მდებარეობს ზღვის დონეზე. ნაკაუმი ერთმანეთთან აკავშირებს სინჯის ტბასა და იაპონიის ზღვას.
ნაკაუმი | |
---|---|
中海 | |
კოორდინატები: 35°28′ ჩ. გ. 133°12′ ა. გ. | |
მდებარეობა | იაპონია |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 0 მ |
ფართობი | 86.2 კმ² |
მოცულობა | 0.47 კმ³ |
სანაპირო ზოლის სიგრძე | 105 კმ |
მაქსიმალური სიღრმე | 17.1 მ |
ჩამდინარე მდინარეები | ოჰაში |
ტბაში მდებარეობს ორი დიდი კუნძული — დაიკონი და ესიმა, რომლებთანაც მდინარის აღმოსავლეთ და დასავლეთ სანაპიროებს ხიდები და გზები აკავშირებს.
ნაკაუმი მლაშე ტბაა, რადგანაც მცირე არხით, საკაის არხით უკავშირდება იაპონიის ზღვას.
ნაკაუმი (中海) სიტყვასიტყვით ნიშნავს „შუა ზღვას“. მიუხედავად იმისა, რომ ნაკაუმი ტბაა, მაგრამ წყლის მარილიანობისა და ზღვასთან სიახლოვის გამო ხშირად მას ზღვად მოიხსენიებენ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.