ნარსე
From Wikipedia, the free encyclopedia
ნარსე (სპარს. نرسه,; გ. 302) — სასანიდური ირანის მე-7 შაჰინშაჰი 293-302 წლებში, შაპურ I-ის ვაჟი, ბაჰრამ I-ის უმცროსი ძმა.
ნარსე | |
---|---|
نرسه | |
სასანიდური ირანის მე-7 შაჰინშაჰი | |
მმართ. დასაწყისი: | 293 |
მმართ. დასასრული: | 302 |
წინამორბედი: | ბაჰრამ III |
მემკვიდრე: | ჰორმიზდ II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | უცნობია |
გარდ. თარიღი: | 293 |
დინასტია: | სასანიანები |
მამა: | შაპურ I |
დედა: | ღურძადი |
რელიგია: | ზოროასტრიზმი |
ნარსე ტახტზე ასვლამდე მართავდა საქასტანის პროვინციას. მისი ძმისა და ძმისშვილის (ბაჰრამ I და ბაჰრამ II) სასტიკი პოლიტიკის გამო იმპერიის მოსახლეობამ სწორედ ნარსეს დაუჭირა მხარი. მან შემოიკრიბა დიდებულები და 293 წელს აჯანყება დაიწყო. რამდენიმე თვეში შაჰინშაჰის ტიტული მიიღო მისი ძმის შვილიშვილის, ბაჰრამ III-ის დამხობის შედეგად.
ნარსეს მმართველობის დროს, 296-299 წლებში მიმდინარეობდა რომაულ-სპარსული ომები, რომელიც დასრულდა ნიზიბისის ზავით. ხელშეკრულების თანახმად რომის იმპერია გახდა სომხეთისა და იბერიის სამეფოს პროტექტორატი და ორ იმპერიას შორის საზღვრად დადგინდა მდინარე ტიგროსი.
გარდაიცვალა 302 წელს. ნარსეს შემდეგ სასანიდების შაჰი გახდა მისი ვაჟი, ჰორმიზდ II.