ნაყინი
გამაგრილებელი სადესერტო საკვები პროდუქტი? ნაყინის დასამზადებელი ძირითადი ნედლეულია რძის პრო / From Wikipedia, the free encyclopedia
ნაყინი — გამაგრილებელი სადესერტო საკვები პროდუქტი. აქვს სასიამოვნო გემო, შეიცავს ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, მინერალურ მარილებსა და ვიტამინებს. ნაყინის დასამზადებელი ძირითადი ნედლეულია რძის პროდუქტები (რძე, ნაღები, კარაქი , მურაბა, შოკოლადი, ნიგოზი, ნუში, კვერცხი, სტაბილიზატორები (აგარი, ჟელატინი) და სხვა, შაქარი, ხილი (ან კენკრა), არომატული ნივთიერებები და სხვა. ნედლეულისაგან განსაზღვრული რეცეპტით დამზადებულ ნარევს პასტერიზაციისა და ჰომოგენიზაციის შემდეგ ყინავენ და თქვეფენ. ნაყინის ტემპერატურაა — 4-5 °C. „რბილ“ ნაყინს დაფასოებისა და ფორმირების შემდეგ კვლავ ყინავენ („წრთობენ“) — 10, — 20 °C-მდე.
სწრაფი ფაქტები რიგითობა, ტემპერატურა სერვირების დროს ...
ვანილის ნაყინი ათქვეფილ ნაღებთან, შოკოლადის სოუსთან და ვაფერთან ერთად. | |
რიგითობა | დესერტი |
---|---|
ტემპერატურა სერვირების დროს | გაყინული |
მთავარი ინგრედიენტები |
რძე, ნაღები, დამატკბობელი |
ვარიაციები | ჯელატო, გაყინული კრემი |
|
დახურვა