ნახევარგამტარი
From Wikipedia, the free encyclopedia
ნახევარგამტარი[1][2][3][4], ნახევრად გამტარი[1] — მასალა, რომელიც ელექტროგამტარობის თვალსაზრისით, შუალედურ რგოლს იკავებს გამტარსა და დიელექტრიკს შორის და განსხვავდება გამტარებისგან (ლითონებისგან) ელექტროგამტარობის ძლიერი დამოკიდებულებით მინარევების კონცენტრაციაზე, ტემპერატურაზე და სხვადასხვა სახის გამოსხივების ზემოქმედებაზე.