From Wikipedia, the free encyclopedia
ნეგევი – უდაბნო და ნახევრად უდაბნო რეგიონი ისრაელის სამხრეთში. აქ მცხოვრები არაბები მას ალ-ნაქაბს უწოდებენ, ხოლო სახელწოდება „ნეგევი“ ებრაულიდან მოდის და „მშრალს“ ნიშნავს. ბიბლიაში სიტყვა Neghebh სამხრეთის მიმართულებას აღნიშნავს.
ნეგევის უდაბნო ისრაელის ტერიტორიის თითქმის ნახევარზე მეტს მოიცავს. მისი ფართობი 13 000 კმ²–ია და ისრაელის ტერიტორიის 55 %–ს შეადგენს. გააჩნია ამობრუნებული სამკუთხედის ფორმა, რომლის დასავლეთითაც სინაის ნახევარკუნძული მდებარეობს, აღმოსავლეთით კი არაბაჰის ველი. ნეგევი კულტურული და გეოლოგიური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. უდაბნოს ტერიტორიაზე მდებარეობს სამი უდიდესი კანიონის ტიპის ვულკანური კრატერი – მახტეშ-რამონი, მახტეშ-გადოლი და მახტეშ-კატანი.
ნეგევი ქვიანი, კლდოვანი უდაბნოა. აქ დომინირებს ყავისფერი, ერთმანეთში გადადის კლდოვანი მთები, დამშრალი მდინარეები და ღრმა კრატერები. ტერიტორიას ხუთ განსხვავებულ ეკორეგიონად ყოფენ: ჩრდილოეთი, დასავლეთი, ცენტრალური ნეგევი, მაღალი პლატო და არაბაჰის ველი.
ნეგევის უდაbნოს მთელი ტერიტორია წარმოუდგენლად მშრალია. ამის ძირითადი მიზეზი ისაა, რომ ის საჰარის აღმოსავლეთით მდებარეობს. მაღალ ტემპერატურას კი მისი ჩრდილოეთ განედის 31–ე პარალელზე მდებარეობა განაპირობებს. ნალექების რაოდენობა ივნისიდან ოქტომბრამდე ნულის ტოლია.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.