From Wikipedia, the free encyclopedia
ნეპალი სამხრეთ აზიაში მდებარეობს. ქვეყნის ტერიტორია მთიანია. ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ გადაჭიმულია ერთმანეთისგან ხეობებითა და ქვაბულებით გამოყოფილი მთების ორი ზოლი. ჩრდილოეთის ზოლს ქმნის ჰიმალაის ცენტრალური ნაწილის სამხრეთი კალთები. ნეპალის ჩრდილო და აღმოსავლეთ საზღვართან აღმართულია ჯომოლუნგმა (8 848 მ) და კანჩენჯანგა (8 585 მ). მეწინავე ქედები შედარებით დაბალია (მაჰაბჰარატი, სიმაღლე 2 959 მ-მდე). მთათაშუეთი ბორცვიანი და დაბალმთიანია. სამხრეთით მდებარეობს ინდ-განგის ვაკის ჩრდილოეთი კიდე.
| ||
კონტინენტი | აზია | |
რეგიონი | სამხრეთი აზია | |
გეოგრაფიული კოორდინატები | 28°00′ ჩ. გ. 84°00′ ა. გ. | |
ფართობი | 147 181 კმ² | |
სანაპირო ხაზი | 0 კმ | |
საზღვრები ქვეყნებთან | ჩინეთი 1 236 კმ, ინდოეთი 1 690 კმ | |
უმაღლესი წერტილი | მთა ევერესტი 8 848 მ | |
უგრძესი მდინარე | გჰაგჰრა | |
უდიდესი ტბა | რარა |
ნეპალში სასარგებლო წიაღისეულიდან მოიპოვება:
ნეპალში უმთავრესად სუბეკვატორული მუსონური ჰავაა. მკვეთრადაა გამოხატული სიმაღლებრივი სარტყულობა. სამხრეთში იანვრის საშუალო ტემპერატურაა 15°C, მთათაშუა ქვაბულებში 0 — 10°C. 4 000 მეტრზე მაღლა წლის უმეტეს დროს უარყოფითი ტემპერატურაა. სამხრეთში ივლისის საშუალო ტემპერატურა 30°C-მდეა, მთათაშუა ქვაბულებში 20°C-მდე, 4,5 — 5 ათას მ-ზე 10°C-მდე ეცემა. სამხრეთ მთისძირსა და მთის კალთებზე ნალექები 2 000 მმ-ზე მეტია წელიწადში, ქვაბულებში — 1 500 მმ-ზე ნაკლები.
ნეპალის მდინარეები (კარნალი, განდაკი, კოსი, ბაგმატი) განეკუთვნება განგის აუზს. ქვეყანაში დიდი ტბები არ არის. ჰიმალაის ძირში და მთისწინეთის სამხრეთ კალთებზე ალუვიურ და მთის ყვითელმიწა ნიადაგებზე მარადმწვანე და ფოთოლმცვივანი ფართოფოთლოვანი ტყეებია; 3 000 მ-ზე მაღლა — წიწვოვანი ტყეები, 4 000 მ-ზე მაღლა მთა-მდელოს ნიადაგებზე ბუჩქნარი, სუბალპური და ალპური მდელოებია.
ჯუნგლებში ბინადრობს სპილო, ვეფხვი, ჯიქი, მარტორქა, გარეული ღორი, მაიმუნები, ფრინველებიდან - თუთიყუში, ფარშევანგი; მთაში — ჰიმალაის დათვი, ირბისი, ნიამორი და სხვა. ნეპალში რამდენიმე ეროვნული ნაკრძალია.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.