ნიუ-იორკის მეტროპოლიტენი
From Wikipedia, the free encyclopedia
ნიუ-იორკის მეტროპოლიტენი (ინგლ. New York City Subway) — უმსხვილესი მეტროპოლიტენი მსოფლიოში ხაზების სიგრძის მიხედვით; გაიხსნა 1904 წელს. ექსპლუატაციაში არსებული ხაზების საერთო სიგრძე შეადგენს 1370 კმ-ს (მათ შორის სამგზავროდ გამოიყენება 1056 კმ). სადგურების ოფიციალური რაოდენობაა 472, მარშრუტებისა — 28. მგზავრთა დღიურმა გამტარობამ შეადგინა 1,311,320,200 ადამიანი 2021 წელს.
მეტი ინფორმაცია ნიუ-იორკის მეტროპოლიტენი, ინფორმაცია ...
ნიუ-იორკის მეტროპოლიტენი | |
---|---|
ინფორმაცია | |
ქვეყანა | აშშ |
ქალაქი | ნიუ-იორკი |
გახსნის თარიღი | 27 ოქტომბერი 1904 წ. |
ხაზის სიგრძე | 1370 (გამოიყენება 1056) კმ. |
სადგურთა რაოდენობა | 472 |
ხაზთა რაოდენობა | 26 |
მგზავრები დღეში | 5,675,700 2022 წლის მონაცემებით |
მგზავრები წელიწადში | 1,311,320,200 (2021) |
ხაზების სქემა | |
დახურვა
მიუხედავად ტრადიციული სახელწოდებისა „subway“ (მიწისქვეშა), გზების დაახ. 40% მიწაზე ან მიწისზედა კონსტრუქციებზე გადის. მთელი სისტემა განცალკევებულია საგზაო მოძრაობისა ან ტრანსპორტის სხვა სახეობებისგან, ხაზებს შორის გადაკვეთების უმრალესობა მრავალდონიანი ლიანდაგების მეშვეობით ხორციელდება.
.