ნიჰილიზმი
რტო / From Wikipedia, the free encyclopedia
ნიჰილიზმი (ლათ. nihil, არაფერი) — მსოფლმხედველობა, რომელიც უარყოფს ეთიკური ნორმების, ქცევის წესების ან ზოგადად ადამიანის არსებობის რაიმე აზრს, მიზანს.
ნიჰილიზმს, როგორც ფილოსოფიურ მიმდინარეობას, ხშირად ფრიდრიხ ნიცშეს უკავშირებენ. ხელოვნების მიმდინარეობები, როგორიცაა დადაიზმი, ფუტურიზმი, ასევე ნიჰილისტურ მოძრაობებად მიიჩნევა.