ნორმანდების დინასტია
From Wikipedia, the free encyclopedia
ნორმანდების დინასტია (ინგლ. House of Normandy) — ნორმანული წარმოშობის არისტოკრატული გვარი, რომელიც მართავდა ნორმანდიას (911-1135 წლებში) და ინგლისს (1066-1135 წლებში). დინასტია ნორვეგიელმა ვიკინგმა როლომ დააარსა, რომელმაც 911 წელს საფრანგეთის მეფისგან ნორმანდიის ტერიტორიის ნაწილი მიიღო (მოგვიანებით გახდა საჰერცოგო).
ქვეყანა | საფრანგეთი, ინგლისი |
---|---|
ტიტულები | ნორმანდიის ჰერცოგი, ინგლისის მეფე, ფლანდრიის მმართველი |
დამაარსებელი | როლო |
უკანასკნელი მმართველი | ჰენრი I |
დაარსდა | 911 |
დაიშალა | 1135 |
ეროვნება | ნორმანები, ინგლისელები, ფრანგები |
ნორმანების მიერ ინგლისის დაპყრობის შემდეგ, უილიამ I დამპყრობელმა 1066 წელს ნორმანდიის დინასტიის დაქვემდებარებაში მოაქცია ინგლისის სამეფო. დინასტიის ბოლო მამრობითი სქესის წარმომადგენელი ჰენრი I 1135 წელს გარდაიცვალა, მან მემკვიდრეობა თავი დისშვილს სტეფან ბლუელს დაუტოვა, რომელსაც ხანდახან ნორმანდიის დინასტიასაც კი მიაკუთვნებენ ხოლმე. მეფე სტეფანის გარდაცვალების შემდეგ 1154 წელს, ინგლისისა და ნორმანდიის მმართველად პლანტაგენეტების დინასტია მოვიდა.