![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/thumb/6/6d/Olympique_lyonnais.png/640px-Olympique_lyonnais.png&w=640&q=50)
ლიონის ოლიმპიკი (საფეხბურთო კლუბი)
From Wikipedia, the free encyclopedia
ლიონის ოლიმპიკი, ან ლიონი (ფრანგ. Olympique Lyonnais) — ფრანგული საფეხბურთო კლუბი ქალაქ ლიონიდან, დაარსებული 1950 წელს. კლუბი მდებარეობს ლიონის უბან ჟერლანში. 1989 წლის შემდეგ ლიონი ლიგა 1-ში გამოდის.
სწრაფი ფაქტები სრული სახელი, დაარსდა ...
![]() | |||
სრული სახელი | ლიონის ოლიმპიკი | ||
---|---|---|---|
დაარსდა | 1899/1950[1] | ||
სტადიონი |
გრუპამა სტედიუმი (ტევადობა: 59 186 მაყურებელი) | ||
პრეზიდენტი |
![]() | ||
მწვრთნელი |
![]() | ||
კაპიტანი |
![]() | ||
ლიგა | ლიგა 1 | ||
2021-22 | 4 | ||
|
დახურვა
თავის საშინაო შეხვედრებს ლიონი მართავს სტად ჟერლანზე და ვარჯიშობს ლიონში ტოლა ვოლოჟის ცენტრში. კლუბს შვიდჯერ აქვს მოგებული ლიგა 1, 4-ჯერ არის ქვეყნის თასის მფლობელი და აქვს მოპოვებული 1 საფრანგეთის ლიგის თასი, ლიონი არის საფრანგეთის ერთ-ერთი წარმატებული კლუბი.
კლუბი თავისი ძლიერების პიკში იყო 2002-2008 წლებში, როდესაც კლუბი ზედიზედ 7-ჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი, რაც საფრანგეთის რეკორდია ზედიზედ მოგებული ჩემპიონატისთვის. საერთაშორისო დონეზე ლიონი გამოდის ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნეზე, ჩემპიონთა ლიგაზე.