ბელარუსის ადმინისტრაციული დაყოფა
From Wikipedia, the free encyclopedia
აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფო ბელარუსი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის თვალსაზრისით, შედგება ექვსი ოლქისგან და ქალაქ მინსკისგან,[1] რომელსაც განსაკუთრებული სტატუსი აქვს მინიჭებული. მინისკის მუნიციპალიტეტის ირგვლივ მდებარეობს მინსკის ოლქი.[2]
მეორე დონის ტერიტორიული დაყოფის თავალსაზრისით, ქვეყანა ასევე შედგება რაიონებისგან.
ბელარუსის ოლქებს შორის საზღვრები დაწესდა 1960 წელს, მაშინ როდესაც ქვეყანა საბჭოთა კავშირის წევრი იყო.[3]