![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/7/70/Opel_Logo_2021.svg/langka-640px-Opel_Logo_2021.svg.png&w=640&q=50)
Opel
From Wikipedia, the free encyclopedia
Adam Opel GmbH (ცნობილი, როგორც Opel - ოპელი) — გერმანული ავტომარკა, რომელიც 1929 წლიდან, სააქციო საზოგადოებად ჩამოყალიბების შემდეგ ამერიკულ სავტომობილო კონცერნ General Motors-ს ეკუთვნის. კომპანია დაარსდა 1863 წლის 21 იანვარს და დაიწყეს ავტომობილების გამოშვება 1899 წელს. ოპელი არის GM ევროპის ნაწილი და GM-ის უდიდესი კომპანია ევროპაში.
სწრაფი ფაქტები ტიპი, დარგი ...
![]() | |
ტიპი |
GmbH კერძო კომპანია GM ევროპის ნაწილი |
---|---|
დარგი | ავტოინდუსტრია |
დაფუძნდა | 1862 |
სათავო ოფისი | რუსელსჰაიმი, გერმანია |
მმართველი |
ნიკ რეილი (თავმჯდომარე) ვალტერ გ. ბორსტი (სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე) |
პროდუქცია | ავტომობილი |
შემოსავალი | 15,6 მლრდ. ევრო(2007) |
თანამშრომელი | 25.103 (მარტი, 2009) |
საიტი | opel.com |
დახურვა
მისი შტაბ-ბინა და მთავარი ქარხანა მდებარეობს რიუსელსჰაიმში. ამას გარდა მას ქარხნები აქვს ბოხუმში, კაიზერსლაუტერნში და აიზენახში. გერმანიის გარდა ოპელი თავის პროდუქციას ევროპაში GM-ის შვილობილი კომპანიების ექვს ქარხანაში უშვებს.