ოსტრავა
From Wikipedia, the free encyclopedia
ოსტრავა, მორავსკა ოსტრავა, (ჩეხ. Ostrava) — ქალაქი ჩეხეთში, მდინარე ოდერის ნაპირზე. ჩრდილოეთ მორავიის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. 299 609 მცხოვრები (2012). დიდი სატრანსპორტო კვანძი. ოსტრავა-კარვინის ქვანახშირის აუზის ბაზაზე განვითარებული ქვანახშირ-მეტალურგიული რაიონის ცენტრი. ოსტრავაში და მის მახლობლად განლაგებულია კ. გოტვალდის სახელობის ვიტკოვიცესა და კუნჩიცეს მეტალურგიული კომბინატები. ოსტრავაში თავმოყრილია ქვანახშირის მრეწველობა, კოქსის წარმოება, კოქსიქიმიური და ქიმიური მრეწველობა, მძიმე მანქანათმშენებლობა, მანქანათმშენებლობა და სამთო სამრეწველო უმაღლესი სასწავლებლები.