ოტო III
From Wikipedia, the free encyclopedia
ოტო III (გერმ. Otto III.; დ. ივლისი, 980, კეტილი, ნიმვეგენი — გ. 23 იანვარი, 1002, პატერნო, იტალია) — აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფოს მეფე 983–1002 წლებში, საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი 996-1002 წლებში. ოტო II-ის შვილი. ოტო III ძირითადად იბრძოდა იტალიაში; ცდილობდა თეოკრატიული მსოფლიო იმპერიის შექმნის უტოპიური გეგმის განხორციელებას. 1001 წელს რომის აჯანყებული მოქალაქეების რისხვას გაექცა და მალე გარდაიცვალა.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ოტო III (მრავალმნიშვნელოვანი). |