პანთეიზმი
From Wikipedia, the free encyclopedia
პანთეიზმი (ბერძნულიდან πάν — ყველაფერი და θεός — ღმერთი) — ფილოსოფიურ-რელიგიური მოძღვრება ღმერთსა და სამყაროზე, რომელიც მათ ერთიან, მთლიან ნაწილად მოიაზრებს. პირველად სიტყვა „პანთეისტი“ ინგლისელმა დეისტმა ჯონ ტოლანდმა გამოიყენა 1705 წელს. პანთეიზმის ერთ განმარტებაში ჩასმა რთულია, რადგან, როგორც ცნება, თვითონ ასეთი, საკმაოდ ფართოა. პანთეიზმის მთავარ პრინციპად მაინც ღმერთსა და სამყაროს შორის არსებული არსობრივი განსხვავების უარყოფაა. უფრო ზუსტად, ღმერთს თითქოს არ აქვს ბუნებისგან დამოუკიდებელი არსებობა, იგი მთლიანად მოიცავს სამყაროს მთლიანობის პრინციპს. მიუხედავად პანთეიზმის შიგნით არსებული მრავალი მიმართულების არსებობისა, მისი ცენტრალური და მნიშვნელოვანი იდეების უმრავლესობა უცვლელია.