პარფიუმერია
From Wikipedia, the free encyclopedia
პარფიუმერია (ფრანგ. parfumerie, ლათ. per fumum [qqq] — სუნის გავლით) — ნაკეთობების ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება რაიმის არომატიზაციისათვის. ჩვეულებრივ პარფიუმერიის ნაკეთობები წარმოადგენენ თხევად მფრინავი არომატული ნივთიერებაის ხსნარებს. გამხსნელებად შეიძლება იყვნენ ეთილის სპირტი, წყლისა და სპირტის ნარევი, დიპროპილენგლიკოლი და სხვა სითხეები. არომატული ნივთიერებები შეიძლება იყოს როგორც ბუნებრივი ნატურალური წარმომავლობის (ეთერის ზეთები), ასევე ხელოვნური სინთეთიკური არომატიზატორები, მაგალითად ვანილალი).
პარფიუმერიის ყველაზე პოპულარული სახეებია:
- სუნამო
- ტუალეტის წყალი
- პარფიუმერული წყალი (ტუალეტური სუნამო)
- ოდეკოლონი
- დეზოდორანტი
- ჰაერის გასასუფთავებელი
პარფიუმერული კომპოზიციები შედის ბევრი სხვა ჰიგიენური საშუალებების შემადგენლობაში, როგორებიცაა საპონი, შამპუნი, შხაპის გელი და ა.შ. ქალებისათვის აუცილებელი და შეუცვლელია ვარცხნილობის დასაფიქსირებლად — თმის ლაქი — უკვე 50 წელია მის შემადგენლობაშია პარფიუმერული წყალი. პირველად ასეთი სვლა განახორციელა კომპანია Sunsilk 1966 წელს, როდესაც გამოუშვა ლაქი განახლებული ფორმულით, რომელიც შეიცავდა ცნობილ ფრანგულ პარფუმს.