პატარა აბული
მთა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში / From Wikipedia, the free encyclopedia
პატარა აბული — მთა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სამსრის ქედის სამხრეთ ნაწილში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2799 მ. აგებულია პლიოცენური ასაკის ანდეზიტურ-დაციტური ლავებით. წარმოადგენს ვულკანურ კონუსს, რომლის კალთების ქვემო ნაწილი შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოებით, ზემო კალთა და წვერი დაფარულია კარკალებით. პატარა აბულის სამხრეთ ფერდობზე დგას აბულის ციკლოპური ციხე.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბული. |
სწრაფი ფაქტები პატარა აბული ...
პატარა აბული | |
---|---|
განძანი და პატარა აბული | |
კოორდინატები: 41°22′34″ ჩ. გ. 43°40′30″ ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2799 მ |
ქედი | სამსრის ქედი |
ამგებელი ქანები | ანდეზიტურ-დაციტური ლავა |
ასაკი | პლიოცენი |
უმარტივესი მარშრუტი | განძანიდან |
სურათები ვიკისაწყობში |
დახურვა