From Wikipedia, the free encyclopedia
პერგამონი (იგივეა, რაც პერგამოსი. ბერძ. Πέργαμος ან Πέργᾰμον) — ანტიკური ქალაქი მცირე აზიის სანაპიროზე, ისტორიულ მიზიაში (ბერძ. Μυσία), დღევანდელ თურქეთში, იზმირის პროვინციაში შემავალ ქ. ბერგამას ჩრდილო-დასავლეთით. მდებარეობს 26 კმ-ში ეგეოსის ზღვიდან, მდ. კაიკოსის, დღევანდელი ბაკირჩაის (თურქ. Bakırçay) ჩრდილო სანაპიროზე.
ქალაქი დაარსდა ძვ. წ. XII საუკუნეში ბერძენი მოახალშენეების მიერ. ელინისტურ ხანაში, ძვ. წ. 283–133 წლებში იყო პერგამონის სამეფოს დედაქალაქი, ატალიდების დინასტიით სათავეში. პოლიტიკურ და ეკონომიკურ გაფურჩქვნას მიაღწია ევმენოს I-ს (ძვ. წ. 263–241) და ევმენოს II-ს (ძვ. წ. 197–159) მეფობის დროს. იყო ელინისტური სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკური და კულტურული ცენტრი.
ელინისტურ ხანაში პერგამონს გარს ერტყა მძლავრი გალავანი ე. წ. ევმენეს კარიბჭით. ქალაქს გადმოჰყურებდა ტერასებად განლაგებული აკროპოლისი, ზედა ბაქანზე იყო მეფეთა სასახლეები, არსენალი და ტრაიანეუმი, ქვემოთ ათენა ნიკეფოროსის სამლოცველო.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.