პიროსის გამარჯვება
From Wikipedia, the free encyclopedia
პიროსის გამარჯვება — ფრაზეოლოგიზმი, რომელიც აღნიშნავს გამარჯვებას ისეთი დანაკარგებით, რომელიც აბათილებს გამარჯვებით მოპოვებულ უპირატესობას. ეს გამოთქმა წარმოიშვა პიროსის გამარჯვებისას ასკულუმთან ბრძოლაში, როდესაც პიროსმა დაამარცხა რომაელები, მაგრამ ისეთი დანაკარგებით, რომ კამპანიის გაგრძელება ვეღარ შეეძლო.