From Wikipedia, the free encyclopedia
პოსტ-პანკი — როკ-მუსიკის განხრა, რომელიც ჩამოყალიბდა 1970-იანი წლების ბოლოს, მას შემდეგ, რაც ტრადიციული პანკ-როკის პოპულარობამ იკლო. ეს ჟანრი ეფუძნება პანკ-როკის ჟღერადობის პრინციპებს, მაგრამ უფრო ექსპერიმენტული და კომპლექსურია. პოსტ-პანკმა, თავის მხრივ, საფუძველი ჩაუყარა ალტერნატიული როკისა და ანდერგრაუნდული მუსიკის ჩამოყალიბებას. ნაწილობრივ ამაში თავისი როლი ითამაშა კრაუტროკის განხრამ (სინთეზატორებით და მონოტონური გამეორებით), იამაიკურმა დაბ მუსიკამ (ბას გიტარის მხრივ), ამერიკულმა ფანკმა, სტუდიურმა ექსპერიმენტებმა და დისკო მუსიკამაც კი.
1980-იან წლებში პოსტ-პანკმა დაიმკვიდრა თავი მუსიკალურ ისტორიაში და იქცა გოთიკური როკის, ინდუსტრიული მუსიკისა და ალტერნატიული როკის წინამორბედად.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.