From Wikipedia, the free encyclopedia
პრიმოჟ ტრუბარი (სლოვენ. Primož Trubar; დ. 9 ივნისი, 1508 — გ. 28 ივნისი, 1586) — სლოვენიელი გამომცემელი და რეფორმატორი.
დაიბადა 1508 წელს. ადრეულ ასაკში დაიწყო საეკლესიო ცხოვრება და გახდა მღვდელი. ამ პერიოდში სლოვენიაში გავრცელდა პროტესტანტული იდეები. 1530წლიდან პრიმოჟ ტრუბარი გახდა ახალი პროტესტანტული იდეების მქადაგებელი. ღვთისმსახურება დაიწყო სლოვენურ ენაზე. 1547 წელს პროტესტანტული იდეების გავრცელების გამო გააძევეს ქვეყნიდან და ცხოვრობდა გერმანიაში. იქ ცხოვრების პერიოდში, 1550 წელს, გამოსცა პირველი სლოვენური წიგნი „ანბანი“ („Азбука“), ხოლო 1551 წელს „მცირე კატეხიზმო“.
გარდაიცვალა გერმანიის ქალაქ ტიუბინგენში, სადაც დაკრძალეს დიდი პატივით.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.