From Wikipedia, the free encyclopedia
პრინციპატი — მმართველობის ფორმა ადრეულ რომის იმპერიაში.
რომის სახელმწიფო ინსტიტუტები | |
---|---|
რომის სამეფო | |
რომის რესპუბლიკა | |
რომის იმპერია | |
პრინციპატი | დომინატი |
ძირითადი მაგისტრატები: | |
საგანგებო მაგისტრატები: | |
სხვა თანამდებობები და წოდებები: | |
|
|
პოლიტიკა და კანონი: | |
|
|
სიტყვა პრინციპატი ლათინური Princeps-დან მომდინარეობა, რაც ნიშნავს „პირველი პირველთა შორის“.
პრინციპატი წარმოადგენდა ადრეული იმპერიის მართვის ფორმას, როდესაც რესპუბლიკური ტრადიციები ჯერ კიდევ ძლიერი იყო და ინსტიტუტები შენარჩუნებული იყო, ასევე პრინცეპსს ესაჭიროებოდა სენატის აღიარება.
პრინცეპსტის (პირველი მოქალაქის) ტიტული პირველად ოქტავიანე ავგუსტუსმა მიიღო, როდესაც სენატის თანხმობით იგი იმპერატორი გახდა (ძვ. წ. 27 წელს). ფორმალურად რესპუბლიკა შენარჩუნებული იყო. ავგუსტუსმა მიიღო ცხოვრების ბოლომდე ტრიბუნის მაგისტრატურა, იგი ასევე იყო ცენზორიც და მხედართმთავარიც, ამრიგად იგი სათავეში ჩაუდგა როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო და სასულიერო ხელისუფებას. სენატმა და სახალხო კრებებმა განაგრძეს არსებობა, მაგისტრატუსებიც შენარჩუნდა, მაგრამ მათი პოლიტიკური მნიშვნელობა შემცირდა.
პირობითად პრინციპატი მოიცავს პერიოდს ძვ. წ. 27 წლიდან, ანუ ავგუსტუსის იმპერატორად გამოცხადებიდან, 193 წლამდე, ანუ ანტონინების დინასტიის დასასრულამდე. სევერუსების დინასტიის მმართველობა რესპუბლიკური ტრადიციებისგან უკვე ძალიან შორის იყო წასული, ხოლო შემდეგ მესამე საუკუნის კრიზისი დაიწყო, რომელიც დიოკლეტიანეს მიერ დომინატის შემოღებით დასრულდა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.