პერუს პროვინციები
From Wikipedia, the free encyclopedia
პერუს პროვინციები (ესპ. provincias) პერუში — მეორე დონის ადმინისტრაციული ერთეული. იგი იყოფა რაიონებად (ესპ. distritos). პერუში დღესდღეობით არის 195 პროვინცია, რომლებიც გადანაწილებულია 25 რეგიონში ლიმის პროვინციის ჩათვლით, რომელიც არ მიეკუთვნება არცერთ რეგიონს. ყველაზე ცოტა პროვინცია არის კალიაოს რეგიონში (ერთი), ხოლო ყველაზე მეტი ანკაშის რეგიონში (ოცი).
მოსახლეობის სიმცირით გამოირჩევა პერუს ამაზონის ტროპიკული ტყეები, მოსახლეობა ძირითადად კონცენტრირებულია ქვეყნის ჩრდილოეთ–ცენტრალურ ნაწილში. ყველაზე ცოტა რაიონი პურუსის პროვინციაშია (1), ხოლო ყველაზე მეტი ლიმის პროვინციაში (43).