ძველეგვიპტური მზის ღვთაება ქალაქ ჰელიოპოლისიდან From Wikipedia, the free encyclopedia
რა (რე) — ძველეგვიპტური მზის ღვთაება ქალაქ ჰელიოპოლისიდან. ის ასევე იყო ძველი ეგვიპტის პირველი ფარაონი. მისი სახელი (R`) ეგვიპტურ ენაზე ნიშნავს „მზეს“. ძველეგვიპტური წარმოდგენით რა ცაზე ორჩხომელით მოგზაურობს, დილით ჰორიზონტიდან ამოდის და საღამოთი „სულთა სამეფოში“ ესვენება. რას კულტი ოფიციალურად სახელმწიფო კულტად გამოცხადდა V დინასტიის დროს (ძვ.წ. XXVI-XXV სს). რას თაყვანს სცემდნენ, როგორც ღვთაებათა მამას და მეფეს, ფარაონი მის ძედ იყო გამოცხადებული და ფარაონის სახელს წინ რა ემატებოდა. შუა სამეფოს ხანიდან რა ამონთან გაიგივდა და შეიქმნა ამონ-რა.რას საკულტო ცენტრი იყო ქალაქი ჰელიოპოლისი.
რა იეროგლიფებში | |||||||||
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.