რამაიანა
From Wikipedia, the free encyclopedia
„რამაიანა“ (სანსკრ. रामायण — „რამას მოგზაურობა“) — ძველინდური ეპოსი სანსკრიტულ ენაზე, რომლის ავტორად ინდუსური ტრადიციის თანახმად, ითვლება ლეგენდარული ბრძენი ვალმიკი. ვალმიკის სახელი მოხსენიებულია, ასევე, ვედურ ლიტერატურაში, როგორც წმინდა ტექსტების ერთ-ერთი მასწავლებელი.