From Wikipedia, the free encyclopedia
აზერბაიჯანის ეკონომიკური რეგიონები — აზერბაიჯანის რეგიონები, რომლებიც ხასიათდება გარკვეული ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდგომარეობით, ტერიტორიულ-სამეურნეო ერთიანობით, ბუნებრივი და ეკონომიკური პირობების თავისებურებით და ისტორიულად ჩამოყალიბებული საწარმოო სპეციალიზაციით.
სტატიას ან სექციას სჭირდება განახლება. |
1991–2021 წლებში აზერბაიჯანი დაყოფილი იყო 10 ეკონომიკურ რეგიონად (აზერ. İqtisadi rayon).[1]
№ რუკაზე | ეკონომიკური რეგიონი | ფართობი[1] კმ² | მოსახლეობა (ად. 2015)[1] ათ. ად. |
---|---|---|---|
ბაქო - აზერბაიჯანის ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური ცენტრია.
ძირითადი ინდუსტრიები: საერთაშორისო ვაჭრობა, ნავთობის გადამუშავება, ქიმიური, საინჟინრო, საკვები, ტექსტილის მრეწველობა. ასევვე ვითარდება სამხედრო ინდუსტრია, მაღალტექნოლოგიური მრეწველობა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფერო[2][3]. |
2140 | 2204,2 | |
1 | აფშერონის რეგიონი - მოიცავს აფშერონისა და ხიზინის ადმინისტრაციულ რაიონებს, ასევე ქალაქ სუმგაითს. ძირითად მრეწველობას წარმოადგენს - ნავთობქიმიური, ქიმიური, მძიმე მრეწველობა, შავი და ფერადი მეტალურგია, ენერგეტიკა, მანქანათმშენებლობა, ელექტროტექნიკა, მსუბუქი და საკვები მრეწველობა, სამშენებლო მრეწველობა - სატრანსპორტო და საერთო ინფრასტრუქტურა[4]. | 3730 | 551,8 |
2 | განჯა-ყაზახის რეგიონი - ძირითადად განვითარებული სოფლის მეურნეობა - კარტოფილის მოყვანა, მარცვლეულობა და მევენახეობა, ასევე არის რეგიონის ძირითადი სასოფლო-სამეურნეო სფერო. ასევე განვითარდა მებოსტნეობა, მეხილეობა და მესაქონლეობა. | 12 300 | 1240,8 |
3 | შაქი-ზაქათალის რეგიონი - ძირითადი მრეწველობა - მსუბუქი და საკვები მრეწველობა[5]. | 8840 | 599,9 |
4 | ლენქორანის რეგიონი - საკვები მრეწველობა | 6070 | 893,3 |
5 | ყუბა-ხაჩმაზის რეგიონი - სოფლის მეურნეობა, მსუბუქი და საკვები მრეწველობა[6]. | 6960 | 525,7 |
6 | არანის რეგიონი - ინდუსტრია რეგიონში ძირითადად განვითარებულია სამხრეთ-აღმოსავლეთით და ჩრდილო-დასავლეთში. ინდუსტრიების ძირითადი სფეროებია: ქიმიური, მანქანად მშენობა, მსუბუქი, კვების მრეწველობა და მრეწველობა, სამშენებლო მასალების წარმოება[7]. | 21 150 | 1936,0 |
7 | ზემო ყარაბაღის რეგიონი - თითქმის მთლიანად მდებარეობს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის კონტროლ ქვეშ. აზერბაიჯანის მიერ ნაჩვენები მოსახლეობის რაოდენობის სტატისტიკა შეფასებითია და მოიცავს აზერბაიჯანში მცხოვრებ დევნილებს და იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომლებიც იმყოფებიან მოცემული ეკონომიკური რეგიონის ფარგლებს გარეთ. | 7330 | 653,5 |
8 | ქალბაჯარ-ლაჩინის რეგიონი - მთლიანად მდებარეობს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის კონტროლ ქვეშ. აზერბაიჯანის მიერ ნაჩვენები მოსახლეობის რაოდენობის სტატისტიკა შეფასებითია და მოიცავს აზერბაიჯანში მცხოვრებ დევნილებს და იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომლებიც იმყოფებიან მოცემული ეკონომიკური რეგიონის ფარგლებს გარეთ. | 6420 | 244,0 |
9 | მთიანი შირვანის რეგიონი - მოიცავს აღსუს, ისმაილის, გობუსტანის, შემახის ადმინისტრაციული რაიონები. ძირითადი მრეწველობა ამ რეგიონში წარმოადგენს მსუბუქ და საკვებ მრეწველობას. | 6130 | 304,0 |
10 | ნახიჩევანის რეგიონი - მოიცავს ქალაქ ნახიჩევანს, ბაბექის, ორდუბადის, ჯულფის, სადარაქსის, შაჰბუზის, შარურის, ქენგერლის ადმინისტრაციულ რაიონებს. ძირითადი მრეწველობა - მსუბუქი და საკვები მრეწველობა. | 5500 | 439,8 |
სულ | 86 570 | 9593,00 |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.