რორაიმა
From Wikipedia, the free encyclopedia
რორაიმა (ესპ. Monte Roraima) — ტეპუი ვენესუელის, ბრაზილიისა და გაიანის სახელმწიფო საზღვარზე. სიმაღლე 2810 მ. მდებარეობს გვიანის ზეგანზე, კანაიმის ეროვნული პარკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. რორაიმას თავზე მუდმივად ღრუბელია. მისი მწვერვალი პლატოა, რომლის ფართობია დაახლოებით 34 კმ². 1884 წელს მთის მწვერვალზე პირველად ავიდა ექსპედიცია სერ ევერარდ თარნის ხელმძღვანელობით. ამ ექსპედიციის წევრთა მონათხრობმა შთააგონა ცნობილ მწერალს, სერ ართურ კონან დოილს, თავისი სათავგადასავლო რომანის, „დაკარგული ქვეყნის“ დაწერა.
სწრაფი ფაქტები რორაიმა ...
რორაიმა | |
---|---|
რორაიმა | |
კოორდინატები: 5°08′36″ ჩ. გ. 60°45′45″ დ. გ. | |
ქვეყანა | ვენესუელა ბრაზილია გაიანა |
სიმაღლე | 2810 მ |
დახურვა