![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/thumb/6/6e/Legal_act_issued_by_TAS.jpg/640px-Legal_act_issued_by_TAS.jpg&w=640&q=50)
სამართლებრივი აქტი
From Wikipedia, the free encyclopedia
სამართლებრივი აქტი - იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი, აქტი, შედგენილი სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. სამართლებრივი აქტი შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის (მაგ. ნორმატიული აქტი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ა. შ.) და გამომდინარე აქედან - სხვადასხვა ძალის მქონე. სამართლებრივი აქტის ძირითადი დანიშნულებაა, კერძო თუ საჯარო სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგება-კონტროლი, რომელიც წარმოიშობა სახელმწიფოში (ასევე სახელმწიფოთაშორისი) სხვადასხვა დონის სამართლებრივი ურთიერთობების დროს.
- სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის დეკლარირების სამართლებრივი აქტი (საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი — დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული დოკუმენტი)
- კანონქვემდებარე ნორმატიული სამართლებრივი აქტი (პრეზიდენტის 25 იანვრის №31 ბრძანებულება)
- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (თბილისის არქიტექტურის სამსახური)