From Wikipedia, the free encyclopedia
სამბრი, სამბრა (ფრანგ. Sambre; ნიდერლ. Samber) — მდინარე საფრანგეთსა და ბელგიაში, მდინარე მაასის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 193 კმ, აუზის ფართობი 2740 კმ². სათავე აქვს არდენების ჩრდილოეთ-დასავლეთ შტოქედებზე, ზღვის დონიდან 199 მ სიმაღლეზე. დინების დიდი ნაწილი ვაკეზეა გაშლილი. საზრდოობს ძირითადად წვიმის წყლით. მაქსიმალური ჩამონადენი ზამთარსა და გაზაფხულზეა. თითქმის მთელ სიგრძეზეა სანაოსნო. ქალაქ შარლერუას ქვემოთ გემებისთვის წყალწყვა 1500 მ-მდეა. მდინარე მაასს უერთდება ქალაქ ნამიურთან. ნაპირზეა ქალაქები: მობეჟი, შარლერუა და ნამიური. პირველი მსოფლიო ომის დროს მდინარესთან რამდენიმეჯერ ბრძოლა გაიმართა. მდინარეს ძველი რომაელები „საბისს“ უწოდებდნენ.
სამბრი | |
---|---|
სამბრი | |
ქვეყანა |
საფრანგეთი ბელგია |
ქალაქები |
მობეჟი შარლერუა ნამიური |
სათავე |
არდენები 50°01′49″ ჩ. გ. 3°50′29″ ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 199 მ |
შესართავი |
მაასი 50°27′43″ ჩ. გ. 4°52′15″ ა. გ. |
სიგრძე | 193 კმ |
აუზის ფართობი | 2740 კმ² |
— სათავე, — შესართავი | |
სამბრი ვიკისაწყობში |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.