სან-მარინო
From Wikipedia, the free encyclopedia
სან-მარინოს რესპუბლიკა (იტალ. San Marino, Serenissima Repubblica di San Marino) — ერთ-ერთი მსოფლიოს მცირე რესპუბლიკებიდან. ჯუჯა სახელმწიფო, რომელიც მდებარეობს სამხრეთ ევროპაში, აპენინის ნახევარკუნძულზე, წარმოადგენს ანკლავს იტალიის შიგნით. იგი ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოა, რომლის ფართობია — 61 კმ². ამჟამინდელი საზღვრების ფარგლებში სან-მარინო არის ევროპის უძველესი სახელმწიფო. სახელწოდება მომდინარეობს დალმაციელი ქვისმთლელის მარინუსისაგან, რომელიც ქრისტიანული სარწმუნოების გამო იდევნებოდა სამშობლოში და გაიქცა მეზობელ იტალიაში. აქ მან დააარსა სამლოცველო, შემდგომში კი ააგო ციხესიმაგრე. მოგვიანებით კათოლიკურმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა წმინდა მარინის სახელით.
სან-მარინოს რესპუბლიკა Serenissima Repubblica di San Marino სან-მარინო |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
დევიზი: Libertas (ლათ.) | ||||||
ჰიმნი: Inno Nazionale della Repubblica |
||||||
|
||||||
დედაქალაქი | სან-მარინო 43°56′ ჩ. გ. 12°27′ ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | იტალიური | |||||
მთავრობა | საპარლამენტო რესპუბლიკა | |||||
- | კაპიტან-რეგენტი | ალბერტო სელვა და მირკო ტომასონი | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 61,2 კმ2 (227-ე) | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2012 (31 ივლისი) შეფასებით | 32 576[1] (218-ე) | ||||
- | სიმჭიდროვე | 481 კაცი/კმ2 (მე-20) | ||||
მშპ (მუპ) | 2001 შეფასებით | |||||
- | სულ | $904 მილიონი (195-ე) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $34 600 (მე-12) | ||||
ვალუტა | ევრო (EUR ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC+01:00 | |||||
- | ზაფხულის (DST) | UTC+02:00 (UTC) | ||||
ქვეყნის კოდი | SMR | |||||
Internet TLD | .sm | |||||
სატელეფონო კოდი | 378 |
1862 წელს სან-მარინო გახდა დამოუკიდებელი იტალიის პროტექტორატის ქვეშ. 1947-1986 წლებში ქვეყანას მემარცხენე ცენტრისტული კოალიცია მართავდა, ხოლო შემდეგ კომუნისტური და ქრისტიან-დემოკრატიული. ქვეყნის მთავარი დღესასწაულია რესპუბლიკის დაარსების დღე — 3 სექტემბერი (301 წ.).
ქვეყნის სახელმწიფო სისტემა რესპუბლიკური ტიპისაა. სახელმწიფოს მეთაურობს ორი კაპიტან-რეგენტი. საკანონმდებლო ორგანოა ერთპალატიანი პარლამენტი (60 წევრით). ადმინისტრაციული დაყოფაა 9 კომუნა.
ქვეყნის მოსახლეობა — 32 576 ადამიანს შეადგენს.[1] აქედან შორის 91 % სანმარინოელია, ხოლო 9 % — იტალიელი. სახელმწიფო ენაა იტალიური. ძირითადი რელიგია კათოლიციზმია. ქვეყნის დედაქალაქია სან-მარინო.
ქვეყნის ძირითად ბუნებრივ რესურსს წარმოადგენს სამშენებლო ქვა, ხოლო შემოსავლის წყაროს — ტურიზმი. ქვეყნის ვალუტაა ევრო.