From Wikipedia, the free encyclopedia
საუდის არაბეთის მეფე — საუდის არაბეთის მეთაური და აბსოლუტური მონარქი. ის ასევე არის საუდების დინასტიის ხელმძღვანელიც. მეფის ტიტულია ორი წმინდა მეჩეთის მცველი (არაბ. خادم الحرمين الشريفين). ტიტული რომელიც ხაზს უსვამს საუდის არაბეთის იურისდიქციას მასჯიდ ალ-ჰარამზე მექაში და მასჯიდ ალ-ნაბავზე მედინაში. ტიტული შეიცვალა 1986 წელს, მანამდე იყო მისი უდიდებულესობა (صاحب الجلالة).
აბდულ-აზიზმა არაბეთის ნახევარკუნძულის დაპყრობა დაიწყო 1902 წელს. უპირველეს ყოვლისა აღადგინა კონტროლი ერ-რიადზე. შემდეგ დაიპყრო ნეჯდი (1922 წ.) და ჰიჯაზი (1925 წ.). ხოლო 1932 წელს დღევანდელი საუდის არაბეთის მთელი ტერიტორიას აკონტროლებდა და გახდა საუდის არაბეთის პირველი მეფე.
სამეფო სტანდარტი წარმოადგენს მწვანე დროშას, რომელზე თეთრად გამოყვანილია არაბული წარწერა და ხმალი. ხოლო მარჯვენა ქვემო კუთხეში ოქროსფრად დატანილია საუდის არაბეთის ემბლემა.
წარწერა შესრულებულია სულუსზე და წარმოადგენს ისლამის კრედოს (შაჰადა):
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.