საფოსტო მარკა
From Wikipedia, the free encyclopedia
საფოსტო მარკა — ნიშანი, რომელიც საფოსტო მომსახურების (კორესპონდენციის გაგზავნისა და ადრესატთან მიტანის) გადახდას ამოწმებს. ტრადიციულად მარკას საფოსტო უწყება უშვებს ქაღალდის ნაჭრების სახით, რომლებიც გამიზნულია კონვერტებზე დასაწებებლად და მათზე ნებეჭდი ტექსტი და/ან ნახატია გამოსახული. მათი მიზანი საფოსტო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯების აკრეფის გამარტივებაა. საფოსტო მარკები კოლექციონირების საგანია (ფილატელია).
ტერმინს „მარკა“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ მარკა. |
საფოსტო მარკის ძირითადი მახასიათებლებია: გამომშვები ქვეყანა, ფასი, გრაფიკული გამოსახულება (თემა, ფერადოვნება), სახე (ცალი, ბლოკი, ფურცელი, რომელიც შეიძლება იყოს ყდით ან უყდოდ), ქაღალდის ხარისხი, ბეჭდვის ტიპი, დაკბილვის სახე, ზომები, ტირაჟი.