საქსონიის სამეფო
From Wikipedia, the free encyclopedia
საქსონიის სამეფო (გერმ. Königreich Sachsen); იშვიათად საქსენი — სახელმწიფო, რომელიც არსებობდა 1806—1918 წლებში თანამედროვე გერმანიის ტერიტორიაზე. 1871 წლიდან პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დაცემამდე საქსონია იყო გერმანიის იმპერიის ნაწილი. დედაქალაქი იყო დრეზდენი, ხოლო მისი თანამედროვე მემკვიდრე — საქსონიის თავისუფალი სახელმწიფო.